23 | 02 | 2012

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე

დაიბადა 1959 წლის 16 მაისს ქალაქ ლანჩხუთში. 1976 წელს დაამთავრა ლანჩხუთის №3 საშუალო სკოლა. 1976-81 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. 1981-92 წლებში სახელმწოფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.  1992-94 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „გურიის“ პრეზიდენტი. 1995-97 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში წამყვან თანამდებობებზე. 2008 წლის 14 თებერვალს დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტად. 2008 წლის 3 აპრილიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შემდეგ საკრებულოს მიერ ხელმეორედ იქნა დამტკიცებული გამგებლად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი


ტელ: 599 51 53 59    E-mail: JLIB_HTML_CLOAKING