ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე
დაიბადა ქ. ლანჩხუთში 1973 წლის 14 ოქტომბერს. 1990 წელს დაამთავრა შუხუთის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე.
1996 წელს მუშაობდა შუხუთის საკრებულოში გამგებლის მოადგილედ. იმავე წელს გადავიდა ლანჩხუთის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდგომ საფინანსო განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლად. 2001 წლიდან მუშაობდა ქართულ-გერმანული კომპანიის „გეოგეროილ სერვისის" მთავარ ბუღალტრად. 2004 წელს დაინიშნა ლანჩხუთის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ, 2004–2006 წლებში ასრულებდა ლანჩხუთის რაიონის გამგებლის მოვალეობას. 2006 წლიდან არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. 2008 წელს დაინიშნა ს.ს „საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრის მენეჯერად.
2010 წლის ივნისიდან არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ტელ: 595 54 01 01 Email:
JLIB_HTML_CLOAKING
JLIB_HTML_CLOAKING