23 | 02 | 2012

კულტურა

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ კულტურის ცენტრი დაფუძნდა 2007 წლის 3 მაისს და მისი დამფუძნებელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მიუხედავად მცირე სამუშაო პერიოდისა, კულტურის ცენტრმა მოასწრო თავისი ღირსეული სიტყვა ეთქვა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში. დაფუძნებიდან ოციოდე დღეში, 2007 წლის 26 მაისს პირველი გამოცდა ჩააბარა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტმა წარმატებულად ჩაიარა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა კოლექტივი (დირექტორი სოფო ჭელიძე) ძალას არ იშურებს, გამუდმებით სიახლეების ძიებაშია და დაფუძნებიდან ერთი წლისთავზე სრულიად განსხვავებული ღონისძიებით წარსდგა სტუმრებისა და ლანჩხუთელი მაყურებლის წინაშე.

გარდა ამისა, კულტურის ცენტრმა ერთ საანგარიშო სეზონზე 28 ღონისძიება ჩაატარა. უმასპინძლა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს; ლიტვის დელეგაციასა და ფოლკლორის შემგროვებელთა მოყვარულ ჯგუფებს საფრანგეთიდან (მარსელი; ლიონი). ცენტრის ფოლკლორული და ქორეგრაფიული ანსამბლები წარმატებით გამოდიან რეგიონალურ, საქართველოსა თუ სხვა საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებზე.

ბავშვთა საესტრადო წრეები (ხელმძღვანელები: ნინო ჭელიძე; ლალი გავაშელაშვილი) _ კულტურის ცენტრში ჩამოყალიბდა ბავშვთა საესტრადო წრეები, რომელთა აღსაზრდელებმა, დრამატული წრის მოსწავლეებთან ერთად შესაშური ოსტატობით გამოავლინეს საკუთარი შემოქმედება საახალწლო კარნავალსა და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტებზე (1 ივნისი. 2007 _ 08 წ.წ.). ამჟამად, შერჩეულია ახალი რეპერტუარი და მიმდინარეობს მუშაობა.

თანამედროვე და სპორტული ცეკვების შემსწავლელი წრე (ხელმძღვანელი ირაკლი ჩახვაძე) _ აღნიშნული წრის აღსაზრდელები, მიუხედავად მცირეხნიანი მომზადებისა (ერთი წელი) გამოირჩევიან თავიანთი შესრულების მანერით, ელასტიურობითა და მონდომებით, რაც დაუმტკიცეს კიდეც მაყურებელს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ კომპოზიციაზე, საახალწლო კარნავალსა და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტებზე. მიმდინარეობს რეპეტიციები ახალ რეპერტუარზე.

დრამატული წრე (ხელმძღვანელი გია ქურიძე) _ დრამატულ წრეში გაერთიანებულია უმცროსი ასაკის მოზარდები, რომელთაგანაც პერიოდულად შეირჩევა საუკეთესოები ახალგაზრდულ თეატრალურ დასში გადასაყვანად, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სახალხო თეატრის რეზერვს. წრეში აღსაზრდელები ეუფლებიან სასცენო ხელოვნებას, პლასტიკას, მხატვრული კითხვის ოსტატობას და მათი მონაწილეობით ჩატარდა 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია; პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის ხსოვნის საღამო; საახალწლო კარნავალი; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტები. სპექტაკლი «ათვინიერებენ მიმინოს».

 

ახალგაზრდული თეატრალური დასი (რეჟისორი გია ქურიძე) _ დასში გაერთიანებული არიან სცენის მოყვარული ახალგაზრდები, მონაწილეობენ კულტურის ცენტრის მიერ მომზადებულ თითქმის ყველა ღონისძიებაში და წარმოადგენენ ერთგვარ შევსებას სახალხო თეატრისათვის. დასმა მოამზადა და მაყურებელს წარუდგინა ლაშა თაბუკაშვილის პიესა «ათვინიერებენ მიმინოს», რომლის სამივე ჩვენებამ ანშლაგებით ჩაიარა და რომლის შესახებაც ადგილობრივის გარდა რეგიონალური და ცენტრალური პრესაც დადებით რეცენზიებს წერდა, ხოლო «პიკის საათმა» საკმაო საეთერო დროც დაუთმო. გარდა ამისა, დასმა მოამზადა 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია; პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის ხსოვნის საღამო «სანამ სანთლები ჩაიღვენთება» და ა.შ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ორ სპექტკლზე: ლაშა თაბუკაშვილის «მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი» და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით «ღადარს ნუ გამიციებ, ბაბუა». პარალელურად იგეგმება ლიტერატურული კოპოზიცია «მხედრობა ჩვენი» და ვალოდია წულაძის ხსოვნის საღამო.

გარდა ამისა, ინტესიურად მიმდინარეობს სამუშაოებისახალხო თეატრის (რეჟისორი გია ქურიძე) რეპერტუარის აღდგენა _ განახლების კუთხით.

ბავშვთა ფოლკლორული ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი «იმედი» (სამხატვრო ხელმძღვანელი გია ხუხუნაიშვილი) _ რომ აღარაფერი ვთქვათ ანსამბლის წარსულზე, «იმედს» ბოლო ერთი წლის მანძილზე ორი საანგარიშო კონცერტი ჰქონდა განახლებული რეპერტუარით. გარდა ამისა, მონაწილეობდა კულტურის ცენტრის მიერ მომზადებულ ყველა საკონცერტო პროგრამაშიც. 2008 წლის აპრილში, ანსამბლი თურქეთში გაემგზავრა მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე; უფრო მოგვიანებით კი თენგიზ სუხიშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ქართული ხალხური ცეკვების ფესტივალ-კონკურსზეც თქვა თავისი ღირსეული სიტყვა. ორივე ფესტივალზე დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. «იმედში» სამი თაობა ცეკვავს და ამჟამად ახალ რეპერტუარზე მუშაობენ.

ჯიხეთის დედათა მონასტრის მგალობელი დედები (რეგენტი მონაზონი დედა მართა ჩხიკვიშვილი) _მგალობელი დედები, გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ღებულობენ საგალობელთა ფესტივლებსა და რელიგიურ დღესასწაულებზე კულტურის ცენტრის მიერ მომზადებულ ღონისძიებებში, გამუდმებით მუშაობენ კანონიკური საგალობლების აღდგენა_განახლებასა და გავრცობა_პოპულარიზაციაზე.

 


მამათის ვაჟთა ფოლკლორული სახალხო ანსამბლი «ხელხვავი»(ლოტბარი ბიძინა მჟავია) _ ანსამბლი წლების მანძილზე მხოლოდ ენთუზიზმით აკეთებდა იმ საშვილიშვილო საქმეს, რასაც ფოლკლორული სიმღერების მოძიება-შესწავლა ჰქვია და მხოლოდ კულტურის ცენტრის დაფუძნების შემდეგ გახდა შესაძლებელი, ოფიციალურად, ანსამბლის წევრების ხელფასით უზრუნველყოფა. 2008 წლის გაზაფხულზე «ხელხვავის» 35 წლის იუბილე ფოლკლორული კონცერტით აღინიშნა, რომლის სახელწოდება გახლდათ «ხელხვავი და მისი მეგობრები» და კონცერტზე კულტურის ცენტრის ყველა ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. «ხელხვავი» წარმატებით მღერის თითქმის ყველა «არტგენზე»; კულტურის ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებებსა და რეგიონალურ თუ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ფოლკლორულ ფესტივალებზე.

კულტურის ცენტრის მომღერალ ვაჟთა ანსამბლი «მხედრები» (ლოტბარი ავთანდილ მახარაძე) _ კულტურის ცენტრის პირმშოა და თავისი არსებობის ერთი წლის მანძილზე უკვე გააკეთა საკუთარი განაცხადი როგორც ფოლკლორულ, ასევე საესტრადო სიმღერების მოყვარულთა შორის. 2007 წლის სექტემბერში, ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს ქართული საგალობლების მე-3 ფესტივალში, რომელიც საჩხერეში გაიმართა და ორგანიზატორებმა ის დააჯილდოეს ქართული საგალობლების კრებულით, ხოლო მათ მიერ შესრულებული საგალობელი, საგალობლების კრებულ ჩანაწერშიც შევიდა; ხოლო პიკის საათმა» საკმაო საეთერო დროც დაუთმო. გარდა ამისა, ანსამბლი მონაწილეობს კულტურის ცენტრის მიერ მომზადებულ ღონისძიებებში, შექმნიდან ერთ წელიწადში საანგარიშო კონცერტიც უჩვენა მაყურებელს და 2008 წელს საფრანგეთიდან ჩამოსულ ფოლკლორის მოყვარულთა ანსამბლებსაც უმანსპინძლა და მათთან ერთად ერთობლივი კონცერტიც ჩაატარა. «მხედრებს» ჰყავს მომავალი თაობაც და ქორეოგრაფიული ჯგუფიც (ქორეოგრაფი გია ხუხუნაიშვილი), რომელიც სახალხო ანსამბლ «იმედის» უფროს თაობას წარმოადგენს და მათი ერთობლივი ნომრები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს მაყურებელთა შორის. ანსამბლი ახალ რეპერტუარზე მუშაობს.

აცანის ქალთა ფოლკლორული სახალხო ანსამბლი «აცაურა» (ლოტბარი დალი წიტაიშვილი); სუფსის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი «იავნანა» (ლოტბარი მარინა გიორგელაშვილი); ნიგვზიანის ქალთა ფოლკლორული ტრიო «ცისიერი» (ლოტბარი ლამარა აფშილავა) განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. 2008 წელს, აღნიშნული ანსამბლები საანგარიშო კონცერტით წარსდგნენ მაყურებელის წინაშე და მოწონებაც დაიმსახურეს. რაც ყველაზე მთავარია, ისინი დიდი მონდომებით აგრძელებენ ახალი ფოლკლორული მასალების მოძიება_შესწავლის საქმეს.

ფოლკლორი (სექტორის ხელმძღვანელი გია ხუხუნაიშვილი; უფროსი სპეციალისტი მაია ჭანტურია) _ ფოლკლორის კუთხით მუშაობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სისტემატიურად მიმდინარეობს მუშაობა გურული ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრაფიული თავისებურებების, ადათ_ჩვევების, სახალხო რეწვის ნიმუშების მოძიება_შეგროვების კუთხით. სახალხო რეწვის ნიმუშების გამოფენა, რომელიც კულტურის ცენტრმა უშუალოდ ოსტატებისგან შეიძინა, ეწყობა როგორც «არტგენზე», ასევე კულტურის ცენტრის ფოლკლორულ საანგარიშო კონცერტებზე ყოველ სამ თვეში ერთხელ. ხოლო რაც შეეხება გურული ზეპირსიტყვიერებას, ეთნოგრაფიული თავისებურებებს და ადათ_ჩვევებს პოპულარიზაცია_გამოქვეყნება სისტემატურად ხდება ადგილობრივი პრესის მეშვეობით.

კულტურის ცენტრის სუფსის განყოფილება(ხელმძღვანელი ლელა სარიშვილი) _ 2007 წლის შემოდგომაზე, კულტურის ცენტრის შემადგენლობას შეუერთდა სუფსის განყოფილებაც, რომელმაც ერთ საანგარიშო სეზონზე უკვე რამდენიმე ღონისძიება წარმოადგინა. ჰყავს ქალთა ფოლკლორული ანსამბლი «იავნანა» (იხ. ზემოთ) და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი «აისი» (ქორეოგრაფები ლელა და ალეკო სიხარულიძეები), რომელმაც ბოლო პერიოდში ორ პრესტიჟულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა: საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის «კამერტონ პლუსის» ფოლკლორული ცეკვის შემსრულებელთა საყმაწვილო ახალგაზრდული ფესტივალი «ფრიდონისეული_2008» და რესპუბლიკური ფოლკლორული ფესტივალ_კონკურსი «შავი ზღვის ჰარმონია». «შავი ზღვის ჰარმონია»_ს ჟიურის მიერ ანსამბლი დაჯილდოვდა მედლებითა და საპატიო სიგელებით, ხოლო «ფრიდონისეული_2008» _ ზე ლაურეატის დიპლომი და გრან-პრი მოიპოვა.