- დეტალები
-
განყოფილება: კატეგორიის გარეშე
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 01 აგვისტო 2011 11:55
მამათი - სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში . თემის ცენტრი ( მამათი , კონჭკათი , ქვედა მამათი , შათირი ). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით , ზღვის დონიდან 300 მ .იგი ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
მამათი მოხსენებულია მე 17 საუკუნის დასაწყისის გულანებში . მამათი სხვა სოფლებთან ერთად ( ბაილეთი , ჩეხედანა ( ქობულეთის მუნიციპალიტეტი ) და სხვა ) იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული . იერუსალიმის პატრიარქი წელიწადში ერთხელ სტუმრობდა ამ სოფლებს . ადრე სოფელში წაბლის ხის 4 ეკლესია იდგა , მათგან ორი წმინდა კვირიკესს და წმინდა იაკობის სახელობისა . ცნობილია ბოლო მღვდლების სახელებიც : თევდორე და კალისტრატე ხელაძეები . ამჟამად წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიის ნატაძრალთან ახლოს , სოფელ მამათისა და ძიმითის საზღვარზე აშენებულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია .
სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ლანჩხუთი - ნასაკირალი . სოფელში დგას ახალიეკლესია .
სოფელში დაიბადა :
ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი
მამათში 453 მუდმივად მცხოვრები ოჯახია.
ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის რწმუნებულია ვლასა მელივა ტელ: 599556449
სპეციალისტები:
მარინე სალუქვაძე. ტ. 599 537792
რატი კილაძე ტელ: 593231554