ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ (ნესტორ) ღლონტი

დაიბადა 1967 წლის 17 მარტს ქალაქ ლანჩხუთში. დაამთავრა ლანჩხუთის №2 საშუალო სკოლა, საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1994-2001 წლწბში იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რწმუნებული; მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამმართველოში ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს უფროსად; 2002-2006 წლებში არჩეულ იქნა ქალაქ ლანჩხუთის საკრებულოს წევრად; 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის სერვისცენტრის მენეჯერად .
ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი
საკონტაქტო ტელეფონი: 591 30 30 07
E-mail:
JLIB_HTML_CLOAKING
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში გიორგი ჭყონია

დაიბადა 1978 წლის 16 აპრილს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში.
1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა _ გეომორფოლოგი;
2005-2007 წლებში გაიარა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლის საზოგადოების საერთაშორისო სამაგისტრო კურსი ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში, ბიზნეს-ადმინისტრატორის სპეციალობით (MBA in agriculture).
2000-2001 წლებში იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრები“ - პროექტის: „წყლის რესურსების დაცვა ურბანული და სასოფლო სამეურნეო ნარჩენებისაგან (დასავლეთ საქართველოს მაგალითზე)“ მონაწილე;
2002-2004 წლებში _ ლაითურის აგრო-ეკონომიკური კოლეჯის “მცირე ფერმერეობის განვითარების პროექტის“ ასისტენტი;
2005-2006 წლებში გაიარა პრაქტიკული სემესტრი გერმანიაში,~Raiffeisen Handels GmbH~-სა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოში;
2009-2010 წლებში მუშაობდა ლაითურის საშუალო სკოლის სამოქალაქო ეკონომიკის პედაგოგად.
2010 წელს წარმატებით გაიარა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონკურსი. რის შემდეგ რეკომენდაცია გაუწიეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარ აგრონომად და გამგებლის მოადგილედ.
ფლობს სამ უცხო ენას: ინგლისურს, გერმანულსა და რუსულს.
ტელ: 595275394
E-mail:
JLIB_HTML_CLOAKING