
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა
დაიბადა 1972 წლის 3 ივნისს ქალაქ ლანჩხუთში 1989 წელს დაამთავრა ლანჩხუთის №2 საშუალო სკოლა . 1990-96 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე . 1989-91 წლებში მუშაობდა გაზეთ კომუნისტურ შრომაში“ ჟურნალისტად . 1991-2000 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის ტელევიზიაში ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ მთავარ რედაქტორად . 1995-96 წლწბში იყო ლანჩხუთის რაიონის გამგეობის მრჩეველთა საბჭოს წევრი .2001-2004 წლწბში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის “ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“, გაზეთ “გამჭირვალე თვითმართველობის“ რედაქტორი. არისარასამთავრობო ორგანიზაცია „ ალტერნატივას“ დამფუძნებელი. 2000-2004 წლებში იყო რეგოინალური გაზეთის “გურია NEWS “ _ის ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელი. 2002-2006 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის გამგეობის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საგამომცემლო საქმიანობის სამსახურიშ მთავარ სპეციალისტად, ხოლო შემდეგ საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2008–2010 წლებში იყო გამგებლის პირველი მოადგილე. 2010 წლის ივნისიდან დღემდე არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილე. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი . საკრებულოში არჩეულია ქალაქ ლანჩხუთის მაჟორიტარად .
ტელეფონი : 591 19 23 23 , ელ . ფოსტა :
JLIB_HTML_CLOAKING
,
JLIB_HTML_CLOAKING