12 | 12 | 2019

შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან

 

17 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე დაზიანდა ხიდები, მილხიდები, შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია მეწყერი.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეულები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და გურიის მხარის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.
ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან.

სტიქია ლანჩხუთში

დღეს დილით მოვარდნილმა ღვარცოფმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაიტბორა და დაიღვარა შიდა მიმოსვლის გზები, დაზიანდა ხიდები და მილხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უამინდობის მიუხედავად, სწავლა დღეს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო თუ საბაზო სკოლაში დაიწყო, გარდა შრომისუბნის საჯარო სკოლისა. რესურს-ცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის განცხადებით, შრომისუბნის სკოლის ეზო, რის გამოც ამ სკოლაში სწავლის პროცესი გადაიდო. ლანჩხუთის მუნიციპალიტის მერიაში შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც სიტუაციას ადგილზე სწავლობს. მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და პირველი მოადგილე გოგი ფაცურია შემთხვევის ადგილებზე არიან გასულები და პირადად ეცნობიან იქ ამჟამად არსებულ სიტუაციას.

გილოცავთ,ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას

მინდა დიდი სითბოთი და სიყვარულით ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს მივულოცო ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს. მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ამაღლებული განწყობა მინდა მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ. 
გილოცავთ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

ალექსანდრე სარიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი

გილოცავთ,ახალი სასწავლო წლის დაწყებას

დიდი სითბოთი და სიყვარულით ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა პატარას, თითოეულ მოსწავლეს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს!

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.

გისურვებთ, რომ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში.

პატივისცემით,
ბესიკ ტაბიძე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

 

 

„სინოჰიდრომ“ დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო

 

 

ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრო“ კვირკველიასა და აღმაშენებლის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო.

სპორტული კვირეული

 

საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.
ამ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც.
23 სექტემბერს, 11 საათზე - მარათონი, გარბენი 1200 .ქვიშის ფეხბურთი, ფრენბურთი -ზე; . ლანჩხუთი, კოსტავას ქუჩა; დაბა გრიგოლეთი, ზღვის სანაპირო;
24 სექტემბერი, 12:30 წთ. - ბაგირის გადაზიდვა ტომრებით;ქართული ჭიდაობა, ცურვა - საცურაო აუზი, ქალაქის სკვერი;
25 სექტემბერი, 12; 30 წთ. - სპორტული ცეკვები, მონიტორზე ფილმის ჩვენება; ჭადრაკი, შაში, ნარდი - ქალაქის სკვერი;
26 სექტემბერი, 12;30 წთ. - ველო მარათონი; პნევმატური იარაღიდან სროლა, ქუჩის კალათბურთი - სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია;
27 სექტემბერი, 12:30 წთ. - ბავშვთა კუთხე (გაიტანე გოლი, მხიარული მატარებელი); ბერძნულ-რომაული ჭდაობა - ქალაქის სკვერი; სოფ. გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზი;
28 სექტემბერი, 12:30 წთ. - ბურთის კენწვლა, გირების აზიდვა; კარატე საჩვენებელი - ქალაქის სკვერი;
29 სექტემბერი, 12: 30 წთ. - შეჯიბრი ორძელზე და ბაგირზე აზიდვები; მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი - ქალაქის სკვერი;
30 სექტემბერი, 12:30 წთ. - ფერთა ფესტივალი, ფრანების გაშვება, მინი ფეხბურთი (გოგონათა და ვაჟთა) - სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.
ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
წელს, 23-30 სექტემბერს, ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ერთდროულად, 32 ქვეყანაში გაიმართება.
საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
ევროპის სპორტის კვირეულიიმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.

ქვეკატეგორიები

  • განცხადება

     

    2013  წლის 24 ოქტომბერს  10 საათზე გაიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

     

  • ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


    22 იანვარს ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე სოფლის ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს

     

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დაბადებულ და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მესამე და შემდეგ შვილზე ბუნებრივი მატების არმქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებენ.

    გურია იმ რეგიონთა სიაში მოხვდა, სადაც შობადობა გარდაცვალებაზე ნაკლებია, შესაბამისად, აღნიშნული დახმარება აქ მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც გაეწიათ.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, ლანჩხუთში მესამე და შემდეგ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას, 150 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე 21 ოჯახი იღებს, თუმცა განცხადებების მიღება გრძელდება და ეს რიცხვიც გაიზრდება:

    - იმისათვის, რომ ოჯახმა სახელმწიფო დახმარება მიიღოს, აუცილებელია განყოფილებაში წარმოადგინოს მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობები. ერთ-ერთი მშობელი ადგილზევე შეავსებს განცხადების ფორმას, რის შემდეგაც მის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ გაიხსნება ანგარიში, რომელზედაც ყოველთვიურად დაერიცხება თანხა, - გვითხრა განყოფილების უფროსმა.

    მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მიერ ოჯახის ზედიზედ ორჯერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მას დახმარება ავტომატურად ეხსნება.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით, ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი იღებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია