12 | 12 | 2019

ევროპის სპორტის კვირეულს მაჩხვარეთის ბაღიც შეუერთდა

 

ევროპის სპორტულ კვირეულს მაჩხვარეთის ბაგა-ბაღი მხიარული სტარტებით შეუერთდა.
პატარები სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
მათ საჩუქრად ბურთები მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ გადასცა.
_ჩვენი ბავშვები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამ დღისთვის. ვფიქრობ, თავიც გამოიჩინეს და კარგი შედეგიც გვიჩვენეს. - აღნიშნა მაჩხვარეთის სააღმზრდელო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ კერესელიძემ.

ლანჩხუთის ღირშესანიშნაობები „ქალთა კლუბთან“ ერთად


„ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“- ეს გურული ქალების გაერთიანებაა, რომელთაც გაბედეს, კიბოსთან ბრძოლა დაიწყეს და ბოლომდე მიიყვანეს. მათ სიტყვა კიბოსი აღარ ეშინიათ, დაავადებას აუმხედრდნენ და მთელს დუნიას გააგებინეს, რომ კიბოს განკურნება შესაძლებელია- ამბობს "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" საინფორმაციო პროექტის კოორდინატორი, ლიკა ენუქიძე.
სულ მალე 2019 წლის კალენდარი გამოვა _ ლანჩხუთის ღირშესანიშნაობები „გამარჯვებულ ქალთა კლუბთან ერთად“.
პროექტის ფარგლებში გადაღებები მიმდინარეობდა პალიასტომის ტბასა და ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმში, ჯიხეთის დედათა მონასტერში, თეატრში და ა.შ.
ქალბატონები განსაკუთრებული მონდომებით შეუდგნენ საქმეს... მთავარი გზავნილიც ხომ სწორედ ესაა: ნუ გეშინიათ! ჩვენ ვცოცხლობთ, ვიღიმით, ახალ თაობებს ვზრდით...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსის მაია აფხაზავას თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციას.
პროექტის მხარდამჭერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ.

შეჯიბრი ცურვაში

 

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში დღეს შეჯიბრი ჩატარდა ცურვაში.
პირველი ადგილი ვაჟებს შორის დავით იმნაძემ დაიკავა, მეორეზე - ერეკლე კოსტავა, ხოლო მესამი ადგილს დემეტრე ვენჯელაშვილი დასჯერდა. გოგონებს შორის ჩემპიონი ანი გურგენიძე გახდა, ზურგით ცურვაში გამარჯვება მარი ზენაიშვილმა მოიპოვა.
გამარჯვებულებს მედლები და თასები მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ და განყოფილების უფროსმა პაატა ურუშაძემ გადასცეს.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

 

დღეს საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პატარებსა და პედაგოგოებს სწავლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ და მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატა კობალავამ მიულოცეს.
საბავშვო ბაღში სულ 1189 აღსაზრდელია. პატარებს სხვადასხვა სასწავლო რესურსი გადაეცა

ბიუროს სხდომაზე სტიქიის შესახებ იმსჯელეს

 

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გუშინდელი სტიქიის შესახებ იმსჯელეს.
მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზარალის ოდენობა მთელ მუნიციპალიტეტში რამდენიმე მილიონ ლარს ითვლის.
დეპუტატების განცხადებით, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან ზონაში დაღვარული და მწყობრიდან გამოსულია შიდა მიმოსვლის გზები, 50-მდე ხიდი და მილხიდი დაზიანებულია, ასევე დატბორილია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
ბიუროზე ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგა ზარალის ოდენობის დამდგენი კომისია და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ფოტოებთან ერთად უახლოეს დღეებში სამინისტროს გადაეგზავნება.

ახალი სასწავლო წელი და ახალი სკოლა ომფარეთში

 

ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ბავშვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი თავდაპირველად მშობლიურ სკოლაში იმყოფებოდა. მან ჩოჩხათის საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ.
მერთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვებს მხარის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილმა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ მიულოცეს.
გარდა ამისა, ღრმაღელეში, სოფელ ომფარეთში მცირეკონტიგენტიანი სკოლა გაიხსნა.
ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლა 20-25 მოსწავლეზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „L- Georgia” განახორციელა.

ქვეკატეგორიები

  • განცხადება

     

    2013  წლის 24 ოქტომბერს  10 საათზე გაიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

     

  • ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


    22 იანვარს ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე სოფლის ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს

     

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დაბადებულ და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მესამე და შემდეგ შვილზე ბუნებრივი მატების არმქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებენ.

    გურია იმ რეგიონთა სიაში მოხვდა, სადაც შობადობა გარდაცვალებაზე ნაკლებია, შესაბამისად, აღნიშნული დახმარება აქ მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც გაეწიათ.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, ლანჩხუთში მესამე და შემდეგ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას, 150 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე 21 ოჯახი იღებს, თუმცა განცხადებების მიღება გრძელდება და ეს რიცხვიც გაიზრდება:

    - იმისათვის, რომ ოჯახმა სახელმწიფო დახმარება მიიღოს, აუცილებელია განყოფილებაში წარმოადგინოს მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობები. ერთ-ერთი მშობელი ადგილზევე შეავსებს განცხადების ფორმას, რის შემდეგაც მის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ გაიხსნება ანგარიში, რომელზედაც ყოველთვიურად დაერიცხება თანხა, - გვითხრა განყოფილების უფროსმა.

    მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მიერ ოჯახის ზედიზედ ორჯერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მას დახმარება ავტომატურად ეხსნება.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით, ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი იღებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია