21 | 09 | 2019

უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცა

„უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცა.
შობა-ახალი წელი მათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიულოცა.
-თითოეულ მათგანს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო თითოეულ მათგანს _ აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის ბენეფიციარებმა მას მადლობა გადაუხადეს.

მერმა ახალი წელი მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საახალწლო საჩუქრები დღისცენტრ „იავნანასა“ და ლესის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადასცა.
ლანჩხუთს მერი სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებსაც ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა.
_ მინდა განსაკუთრებით მივულოცო დამდეგი დღესასწაულები ამ პატარებს. ბედნიერება, სიხარული და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ. წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული მათგანისთვის - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მერთან ერთად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი და საკრებულოს დეპუტატი ციცი ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

 

 

2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დაამტკიცეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა 2019-2022 წლების პრიორიტეტების დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
2019 წელს ძირითად პრიორიტეტად განისაზღვრა: ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები;
როგორც ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებულის მოვლა-შენახვა,დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. 2019 წელს ინფრასტრუქტურის კუთხით 763,3 ათ ლარი დაიხარჯება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე - 44 ათ. ლარი, გარე განათების ქსელი ექსპლოატაცია - 123, 8 ათ. ლარი, სასაფლაოების მოვლა _ 78,7 ათ. ლარი, გზების მიმდინარე შეკეთება - 100 ათ. ლარი და ა.შ. 
დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა და ლანჩხუთს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები. ამავე პროგრამიდან ფინანსდება მდინარე სუფსაზე არსებული ნაგავჩამკეტის გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. 2019 წელს საამისოდ 2011,5 ათ. ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას 2019 წელს გამოყოფილია - 692,9 ათ. ლარი. რაც ითვალისწინებს, ომის ვეტერანებისა და მათ ოჯახების დახმარების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის და მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამების დაფინანსებას.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების შეკითხვებს ალექსანდრე სარიშვილმა ამომწურავად უპასუხა. მერის წინადადებას 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მათ მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ქალაქში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

ლანჩხუთში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
დღეს სამუშოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ წელს ლანჩხუთს ახალი ნაძვის ხე ექნება. ამჟამად ხეებზე ელექტროაქსესუარების დამონტაჟება მიმდინარეობს.
ქალაქის საზეიმო მორთვა 25 დეკემბრისთვის დასრულდება.
სამუშაოებს ა(ა) იპ „კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრი“ აწარმოებს.

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები მერმა დაათვალიერა

ქალაქის წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.
სამუშაოები დუმბაძის, ბაგრატიონის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნათლისმცემლისა და მშვიდობის ქუჩებზე მიმდინარეობს და 500 ოჯახზეა გათვლილი.
პროექტის განხორციელება 1 დეკემბერს დაიწყო და მომავალი წლის ივნისის თვეში დასრულდება.
სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით შპს „NDS მშენებლობა“ ასრულებს.
-აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქის ის ნაწილი, რომელსაც წყალი არ მიეწოდებოდა ქსელში ჩაერთვება და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
მერთან ერთად სამუშაოები მერის წარმომადგენელმა ქალაქში ლაშა დუდუჩავამ და საკრებულოს დეპუტატმა კარლო კვიტაიშვილმა დაათვალიერეს.

საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილეს. საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებზე იმსჯელა. მანამდე აღნიშნული საკითხი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა.  სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის საფუძველზე, სარეზერვო ფონდი გაიზარდა 2000 ლარით, რაც ასახული უნდა იქნას ასევე ბიუჯეტში.

როგორც საკითხის მომხსენებელმა თამაზ იმედაიშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N2367 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის 800000 ლარი, რომელიც უნდა მიიმართოს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული ცვლილებები შეტანილი უნდა იქნას 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვის ნაწილში.

საკრებულომ ამავე სხდომაზე 2019 წელს მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები მოიწონა.

 

წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედით იგეგმება შიდა გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფლების შიდა გზების განათება, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ლანჩხუთში 3 სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაცია, ლესასა და ნინოშვილში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშთა საფეხბურთო სკოლის ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ინვენტარის შეძენა,  ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა და ნინოშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, ქალაქის ადმნისტრაციულ ერთეულში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და გარე განათების რეაბილიტაცია, მხარეთმოცდნეობის მუზეუმის შემოღობვა, სკოლების რეაბილიტაცია,  მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე სუფსაზე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. პროექტების განსახორციელებლად  10 485 080 ლარი დაიხარჯება.

ქვეკატეგორიები

  • განცხადება

     

    2013  წლის 24 ოქტომბერს  10 საათზე გაიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

     

  • ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


    22 იანვარს ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე სოფლის ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს

     

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დაბადებულ და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მესამე და შემდეგ შვილზე ბუნებრივი მატების არმქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებენ.

    გურია იმ რეგიონთა სიაში მოხვდა, სადაც შობადობა გარდაცვალებაზე ნაკლებია, შესაბამისად, აღნიშნული დახმარება აქ მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც გაეწიათ.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, ლანჩხუთში მესამე და შემდეგ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას, 150 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე 21 ოჯახი იღებს, თუმცა განცხადებების მიღება გრძელდება და ეს რიცხვიც გაიზრდება:

    - იმისათვის, რომ ოჯახმა სახელმწიფო დახმარება მიიღოს, აუცილებელია განყოფილებაში წარმოადგინოს მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობები. ერთ-ერთი მშობელი ადგილზევე შეავსებს განცხადების ფორმას, რის შემდეგაც მის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ გაიხსნება ანგარიში, რომელზედაც ყოველთვიურად დაერიცხება თანხა, - გვითხრა განყოფილების უფროსმა.

    მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მიერ ოჯახის ზედიზედ ორჯერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მას დახმარება ავტომატურად ეხსნება.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით, ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი იღებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია