11 | 12 | 2018

კუპიშსკსა და ლანჩხუთს შორის მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდება

6 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ლიტვის ქალაქ კუპიშკის მუნიციპალიტეტის მერს იონას იარუტისს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შედგა, საკრებულოს თავმჯდომარ გიორგი ხელაძემ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა(ა)იპ „აგრობიზნესცენტრის დირექტორი, გელა ზოიძე, საკრებულოს ბიუროს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლანჩხუთის საინფრომაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გიგინეიშვილი, ადგილობრივი და რეგიონული მედიის ჟურნალისტები.

სტუმრები საქართველოში 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით დარჩებიან და ღირშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ, ესტუმრებიან მეზობელ ქალაქებს (ბათუმს, ფოთს, ქუთაისს), დაათვალიერებენ კოლხეთის ეროვნულ პარკს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესმენებთან.

კუპიშკსა და ლანჩხუთს შორის ხელი მოეწერება მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია