11 | 12 | 2018

ნიგვზიანის ტერიტორიულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსმა

17 აპრილს ნიგვზიანის ტერიტორიულ ერთეულში, ხაჯალიის თემში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ხაჯალიელებისათვის ეს დიდიხნის მოუგვარებელი პრობლემა იყო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის დიდი მონდომებით, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.
სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ხალვაშის დახმარებით ახალი საბავშვო ბაღი განსაკუთრებულად მოირთო ამ დღისთვის. პატარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე და გინესის არაერთგზის რეკორდსმენი გოდერძი მახარაძე ეწვივნენ.
სტუმრებმა პატარებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს მიულოცეს ბაღის გახსნა და წარმატებები უსურვეს. ბატონმა ზაზამ აღსაზრდელებს ქართული და უცხოური ზღაპრების წიგნები გადასცა და აღნიშნა, რომ ის ხშირად ეწვევა და ყურადღებას არ მოაკლებს მათ.
პატარებმა სახელდახელო კონცერტიც გამართეს. მშობლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს გაწეული დახმარებისათვის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია