მერმა აცანაში ხიდის მშენებლობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 09:54

აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატ ემზარ თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს შპს „ავარდი“ ასრულებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.