16 | 10 | 2019

ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრულ ერთ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ორზე საჯარო- ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში.

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ .

საკრებულომ ასევე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიზნით.

როგორც აღინიშნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, ასევე მთავრობის განკარგულებით გამოიყო თანხა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის. ამ და სხვა ღონისძიებების ბიუჯეტში ასახვის მიზნით საკრებულომ მისაღებ ცვლილებებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია