17 | 08 | 2019

შეხვედრა მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მაჩხვარეთში ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ამბულატორიისთვის ოთახი გარემონტდება, ასევე ბიბლიოთეკის იატაკი შეკეთდება და სანიღვრე არხები მოეწყობა.
სოფლის კრება ჩატარდა სოფელ ორაგვეშიც. პრიორიტეტად მოსახლეობამ სარიტუალო დარბაზის გარე ფასადის მოწყობა და ამავე ტერიტორიის შეღობვა დაასახელა.
-სოფელში ბევრი პრობლემაა და მოხარული ვართ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად დაიწყო. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, სოფელს ამბულატორია ექნება და ოჯახის ექიმი ადგილზე მოგვემსახურება - აცხადებენ ადგილობრივები.
სოფლის კრებებს მაჩხვარეთში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ფაცურია ესწრებოდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია