16 | 10 | 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
მოსახლეობის ჩართულობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეირჩა პრიორიტეტები. ზემო და ქვემო აკეთში, ასევე ჭანჭათში, ადგილობრივებმა ყოფილი ადმინისტრაციული შენობების რემონტი და გარე განათების რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. სოფელ გაგურში კი სასმელი წყლის რეაბილიტაცია და ეკლესიის ეზოს შემოღობვა დაიგეგმა.
შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ფაცურია ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია