21 | 09 | 2019

შეხვედრა ნიგოითში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრება ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ ნიგოითში გარე განათება მოეწყობა, მშენებარე ეკლესიის უბანში კი სანიაღვრე არხი გაიწმინდება. გარე განათება მოეწყობა სოფელ ჩოლობარგში. სოფელ ჯიხეთში კი სკვერი მოეწყობა და სანიაღვრე არხები გაიწმინდება.
სოფლის კრებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე გიორგი ფაცურია, იურიდიული სამსახურის უფროსი შოთა ჩაგუნავა ესწრებოდნენ.
_ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო. მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. ძირითადად საუბარია გარე განათების მოწყობაზე, წყლის რეაბილიტაციასა და შიდა გზების მოწესრიგებაზე. მოქალაქეები მნიშვნელოვან საკითხებს თავად განსაზღვრავენ, რის მიხედვითაც შეირჩევა პრიორიტეტები - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია