სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 21 იანვარი 2019 14:21

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პროგრამის ფარგლებში კრება სოფელ შუხუთში ჩატარდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა და წყლის რეაბილიტაცია განისაზღვრა.
კრებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ფაცურია და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია ესწრებოდნენ.