21 | 09 | 2019

შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მუნიციპალიტეტებში საქმისწარმოების ავტომატიზებული - „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ ინერგება.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ნინო გორგიაშვილმა და მარეხ გაგნიძემ განაცხადეს, პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს მოსახლეობას სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ შემდეგი სერვისები: სოციალური და ჯანდაცვის სერვისები, პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული მომსახურებები, ქონების პრივატიზაცია და სხვა. 
ორივე მხარე შეთანხმდა ხელი შეუწყონ მერიის შიდა პროცედურების გამარტივებას. შედეგად, მოქალაქეები მერიის სერვისებს ბევრად ეფექტურად და მოკლე ვადაში მიიღებენ.
პროექტი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ნიშნულის უწყვეტი განხორციელებისთვის“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და თავისი აქტივობებით საქართველოში „საჯარო მმართველობის რეფორმის“ განხორციელებას უწყობს ხელს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია