18 | 11 | 2019

საკრებულოს ბიურომ მიმდინარე საკითხები განიხილა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. ბიურომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამები და ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელა.

როგორც სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს 16 სოციალური პროგრამა განხორციელდება. ასევე წარმოდგენილ პროექტში დეტალურად არის გაწერილი, თითოეული პროგრამის გაცემისა და მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს ყველა კომისია და ფრაქცია იმსჯელებს, რის შემდეგაც საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.

ბიურომ ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების - განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ და განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების წესის შესახებ იმსჯელა.

ამავე სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა და როგორც განმარტა, თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის მიზნობრიობა პროექტში დეტალურადაა გაწერილი.

რედაქციული ხასიათის ცვლილება განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ბიურომ განიხილა განკარგულების პროექტი,  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ“. როგორც ცნობილია, საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61- მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების მიზნით მოწვეულ უნდა იქნას აუდიტორი. შემოწმების პერიოდად 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

ბიურომ განიხილა  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემასა და ქონების ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განსახორციელებელ ცვლილებებზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ისაუბრა. წარმოდგენილ საკითხს დეტალურად განიხილავს საკრებულოს კომისიები და ფრაქციები, რის შემდეგაც  შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე მიიღებს.

ბიურიმ მოისმინა და ცნობად მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დეკემბრის თვის შესრულების შესახებ ანგარიში. როლანდ ლაშხიამ  მიმოიხილა ასევე გასული წლის ბიუჯეტი. როგორც აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტი შემოსავლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია. ბიუჯეტი წელს გადაჭარბებით, 101 % -ით შესრულდა, ხოლო შემოსავლების კუთხით 110%-ით. თუმცა როგორც აღინიშნა ის  სამი კომპონენტიც, რომელიც ვერ შესრულდა: მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის,  დასუფთავების მოსაკრებელი და არაფინანსური აქტივების გეგმა.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები, შემდგეომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად 30 იანვარი, 11 საათი განისაზღვრა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია