22 | 09 | 2019

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, მოადგილე გიორგი თურმანიძემ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც ცნობილია, 30 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად 284 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან 55 საცხოვრებელი სახლი სრულად გადაიხურება, ხოლო 229 სახლისთვის გამოყოფილია საჭირო რაოდენობის სამშენებლო მასალა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. გარდა ამისა, შეკეთდა შუხუთისა და ქალაქის მეორე საჯარო სკოლების სახურავები, სრულად დაიხურა სოფელ ნიგოითის ამბულატორია.
_ სამწუხაროდ, უამინდობამ ხელი შეგვიშალა. ამ დროისთვის უკვე დახურულია 17 სახლი. სამუშაოები გრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება _განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია