100 წლის იუბილე მიულოცეს

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 10:46

 

სოფელ ნინოშვილში 102 წლის შურა გოგუაძეს იუბილე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მიულოცეს.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ მნიშვნელოვან იუბილეს. მინდა ჯანის სიმრთელე და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.“- განაცხადა მერმა.

მუნიციპალიტეტის მერიამ ქალბატონს შესაბამისი სოციალური პროგრამიდან 200 ლარი ჩაურიცხა.

ქალბატონმა შურა გოგუაძემ და მისი ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი ხელისფლების პირველ პირებს, გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.