მიღება მერთან

გამოქვეყნებულია პარასკევი, 13 ივლისი 2018 18:25

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს მოქალაქეთა მიღება ჰქონდა.
მიღებაზე მისულმა ლანჩხუთელებმა მერს პირადი პრობლემების შესახებ აცნობეს. ბევრ მათგანს სოციალური საკითხი, ავარიული სახლების თემა აწუხებს. ალექსანდრე სარიშვილი თითოეულ მათგანს თანადგომას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის პარასკევი მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.