ფრაქციამ მიმდინარე საკითხები განიხილა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 26 ივნისი 2018 15:20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ, ბესიკ კუპრაძემ ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა საკითხები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. საუბარია შენობა - ნაგებობების პირდაპირი განკარგვის წესით ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრისთვის“, ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და ამხანაგობა ,,2016“-ისთვის გადაცემაზე. ამხანაგობა თანადაფინანსებით გეგმავს პურის საცხობის მოწყობას და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება შენობა-ნაგებობა.