მუნიციპალიტეტის მერი „ინტელექტის“ თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018 17:54

ა(ა)იპ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდა. ლევან გობაძემ მერს ის პროექტი გააცნო, რომელიც „ინტელექტის“ მიერ ხორციელდება და „საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის შექმნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ სტრატეგიის რეალიზაციას“ გულისხმობს. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია DCFTA-ის რეალიზაციის მხარდაჭერისათვის რეგიონული და ცენტრალური საბჭოების ჩამოყალიბება. რეგიონულ საბჭოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ა(ა) იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღანელი გელა ზოიძე წარმოადგენს.