შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 03 აპრილი 2018 11:17

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე საკითხების შესახებ იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, აპრილის შუა რიცხვებიდან აქტიურ ფაზაში შევა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და მაქსიმალური ჩართულობაა აუცილებელი. შეხვედრაზე ასევე მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. ,,აუცილებელია სამუშაოების კონტროლი მიმდინარეობის პროცესში, მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად რომ იქნას პროქტები შესრულებული“, აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ.