ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა გააცნეს

გამოქვეყნებულია პარასკევი, 23 მარტი 2018 10:52

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ლანჩხუთში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და ის სამოქმედო გეგმა გააცნეს, რაც სამინისტრომ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დაგეგმა. _სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოს. თუმცა ამავე დროს აუცილებელია, მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ბრძოლამ ეფექტური შედეგი გამოიღოს-განაცხადეს სტუმრებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.