ლანჩხუთში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშნებლობა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 22 იანვარი 2018 17:13

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ კვირკველიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნულ ქუჩაზე საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს "ბილდ მენეჯმენტი" აწარმოებს. სამუშაოების ღირებულება 150 ათას ლარს შეადგენს. მშენებლობა თებერვალში დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.