კომისამ მონიტორინგი განახორციელა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 16:39

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გვარჯალაძემ ამავე კომისიის წევრებთან- ელისო ჭიჭინაძესთან და სპარტაკ კვაჭაძესთან ერთად ლესის საბავშვო ბაღში მონიტორინგი განახორციელა.

კომისიის წევრების განცხადებით, საბავშვო ბაღში გარკვეული სამუშაოები ხარვეზებითაა შესრულებული, რომელთა აღმოფხვრა დროულად უნდა განხორციელდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.