გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 10:14

გლოვის დღესთან დაკავშირებით გურიის რეგიონში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. 24 ნოემბერს, აჭარაში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

გურიის მხარე-ს ფოტო.