„მოყვარულთა თაისის“ ფინალი ლანჩხუთში გაიმართება

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 15:09

23 სექტემბერს ლანჩხუთის ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ „მოყვარულთა თასი 2017“-ის გათამაშება გაიმართება. ერთმანეთს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრება. დასაწყისი 17:00 საათზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.