ახალი სასწავლო წელი დაიწყო

გამოქვეყნებულია პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 13:32

დღეს ლანჩხუთის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
რესურს ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ლანჩხუთს 234 პირველკლასელი ჰყავს, რომლებსაც პერსონალური ბუკები და წიგნებიგადაეცათ.
პირველკლასელთა ნაკადი მიიღო იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიამაც. აქ წელს 19 პირველკლასელი ჰყავთ.
ვულოცავთ პატარებს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.