ავტოსაგზაო შემთხვევა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 12:08

 

 

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში. ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე სატვირთო მანქანა, ე.წ. "ტრაილერი" გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მანქანა აალდა.
ხანძრის შედეგად დაიღუპა მანქანის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებულია როგორც სამაშველო, ასევე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები.