ჩინურმა კომპანიამ გზის მოხრეშვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 01 აგვისტო 2017 15:48

დაახლოებით ერთი თვის წინ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ჭანჭათის (აკეთის ადმინისტრაციული ერთეული) მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ხრეშის კარიერზე მუშაობის დაწყებისთანავე ჭანჭათში გზების მოხრეშვით სამუშაოებსაც შეასრულებდნენ. დღეს ჭანჭათში მოსახლეობის საპროტესო აქციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და კომპანიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ზაზა ურუშაძე დაპირდა მოსახლეობას, რომ გზები აუცილებლად მოიხრეშება: _ დღესვე მოხრეშავენ და გაასწორებენ გზებს. პირადად გავაკონტროლებ ყველაფერს, - განუცხადა შეკრებილებს გამგებელმა. ჩინურმა კომპანიამ დანაპირები შეასრულა და კარიერის ფუნქციონირებისთანავე, ჭანჭათში გზის მოხრეშვითი სამუშაოებიც დაიწყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.