საკრებულოს ინიციატივას ნუგზარ შევარდნაძე გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 31 ივლისი 2017 09:15

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, სოფელ მამათში, უდიდესი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესის საფუძველზე , მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას დადებითად შეხვდნენ ბატონი ედუარდის ოჯახის წევრები.
,, სოფელ მამათში არსებული მამა-პაპისეული სახლი, სადაც გაიზარდა და ცხოვრობდა ჩემი ბიძა, ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ამჟამად ჩემს საკუთერებაშია და მზად ვარ იქ არსებული ქონება, სახლი და ეზო გადმოვცე მუნიციპალიტეტს მემორიალური სახლ- მუზეუმის განსათავსებლად. 
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საფუძველი ჩაეყრება ედუარდ შევარდნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის დარსებას და დაცული იქნება მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მემკვიდრეობა“, ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარისათვის ნუგზარ შევარდნაძის მიერ გამოგზავნილ წერილში .

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.