- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 24 ივლისი 2017 09:19
23 ივლისს გურიის ტურიზმის ფესტივალმა სტარტი ლანჩხუთით აიღო. ლანჩხუთში მოეწყო მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების, მუზეუმების, ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი წარმოების ნიმუშების გამოფენა. გაიმართა ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი .
გურიის ტურიზმის ფესტივალი იმართება პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – ფარგლებში. 3 წლიანი პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ლანჩხუთში ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მოსახლეობა, გურიაში მყოფი ტურისტები, სფეროს ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. მათ დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და გურიისთვის პროექტის მნიშვნელობასა და გურიის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს.
