გამგებელმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 14:33

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ შშმ პირებისთვისგანკუთვნილი ცენტრი მოინახულა. გამგებელს თან ახლდნენ საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ ბოლქვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ბზეკალავა. ბატონმა ზაზამ ცენტრში შესრულებული სამუშაო გულდასმით დაათვალიერა. მან შემსრულებელ ფირმას რამდენიმე შენიშვნა მისცა და ხარვეზების დროული აღმოფხვრა მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ცენტრს სარემონტო სამუშაოებს უტარებს ფირმა "მშენებლი 2015", ხოლო სამუშაოების ღირებულება 11 300 ლარია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.