სპორტი ბარიერების გარეშე

გამოქვეყნებულია პარასკევი, 19 მაისი 2017 09:40

17 მაისს დასრულდა რაიონული ეტაპი პროექტისა, "სპორტი ბარიერების გარეშე".

დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდა ფეხბურთში ვაჟთა შორის, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა.
დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში მიმდინარე თამაშებს მაყურებელი არ აკლდა.
გამარჯვებულის ბედი 11 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. საბოლოოდ კი ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველ ადგილზე გავიდა ჯურუყვეთი-ლესის ნაკრები; ხაჯალიის სკოლის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ღრმაღელის გუნდი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
პროექტში "სპორტი ბარიერების გარეშე" რაიონის ჩემპიონები ძალიან მალე რეგიონის ტურნირზე გაემგზავრებიან, რომელშიც გამარჯვებულებს ანაკლია ელოდებათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.