ფრენბურთში გოგონებს შორის გამარჯვებული გამოვლინდა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 09 მარტი 2017 12:31

შვიდ მარტს სასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთში უკვე გოგონებს შორის გაიმართა.
საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, სადაც მონაწილეობას 6 საჯარო სკოლის 72 მოსწავლე იღებდა, გამარჯვება ლესის საჯარო სკოლას ხვდა. მეორე ადგილზე ხაჯალიის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო ჩოჩხათი მესამე ადგილს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ოლიმპიადაში, რომელიც გამგეობის სოციალური სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ეგიდით ტარდება, მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლა იღებს. ამ ეტაპზე დარჩენილია სპორტის ექვსი სახეობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.