„წითელი ჯვრის“ საჩუქარი დედებს

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 12 იანვარი 2017 16:21

ახალი წლის დღეებში „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნატო ჟორდანიას ინიციატივით, ჯიხეთის დედათა მონასტრის დედებს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადაეცათ.
როგორც ქალბატონმა ნატომ განაცხადა, აქცია კვლავ გაგრძელდება. თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეჭირვებულ ოჯახებსაც გადაეცემა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.