სპორტული მოედანი ლანჩხუთში

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 09:45

მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პროექტს "იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა", რომელიც ქალაქებსა და რაიონული ცენტრების ხალხმრავალ ადგილებში ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟებას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მოსახლეობაში და სპორტში ფართო მასების ჩართვას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა პროექტის განსახორციელებლად ადგილი სპორტული ცენტრის წინ მდებარე სკვერში გამოყო, სადაც აღნიშნული მოწყობილობების დამონტაჟება უკვე მიმდინარეობს.
როგორც სოციალური საკითხების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში გვითხრეს, სპორტული მოედნით შშმ პირები ისარგებლებენ.