გამგეობა ჭანჭათში დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:21

11 აგვისტოსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძე აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭანჭათში იმყოფებოდა. მან გამგებლის წარმომადგენელ მანუჩარ ღლონტთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ხანძრის შედეგად დამწვარი რევაზ ჩხაიძის სახლი. ბატონი მანუჩარის განცხადებით, ცეცხლი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა.
ჩხაიძეები ძირითადად დედაქალაქში ცხოვრობენ. ამჟამად ისინი სოფელში იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები უვნებლად გადარჩნენ.
როგორც ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, გამგეობა დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას აღმოუჩენს.