ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი პროექტი

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:11

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, კორპორაცია გეგმავს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობის პროექტის განხორციელებას. პროექტი გულისხმობს აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ქობულეთის ტერიტორიაზე ახალი DN 500 მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობას.
კორპორაციის წარმომადგნელებმა პროექტის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახალი მილსადენის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გაზის მიწოდებას. პოექტზე მუშაობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.