ლანჩხუთს ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუმრობდა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 11 ივლისი 2016 11:14

გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაიტბორა ოჯახები, დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დაზიანდა ხიდები და მილხიდები, მნიშვნელოვნად დაზიანდა საყანე ფართობები. ლანჩხუთში გვიან ღამით საგანგებო შტაბმა მუშაობა განაახლა. დღეს დილიდან ინფრასტრუქტურისა და ზედამხდეველობის სამსახურების თანამშრომლები ზარალს ითვლიან.
დღეს ლანჩხუთში იმყოფებოდა რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. მან რეგიონის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ნინოშვილში დაზინებული ხიდი.