ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 27 ივნისი 2016 14:59

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა. 
კომიისამ განიხილა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“. როგორც მომხსენებელმა, რომან ბიწაძემ განაცხადა, აღნიშნული წესის დამტკიცება ხელს შეუწყობს როგორც საკრებულოს მუშაობას, ასევე პეტიციის სწორ წარდგენას.
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ კომისიამ დეპუტატების მიერ დაყენებული ,,სხვადასხვა“ საკითხები განიხილა.