კომისიამ 53 განცხადება განიხილა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 27 ივნისი 2016 11:32

24 ივნისს მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში კომისია შეიკრიბა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს.
კომისიამ 53 განცხადება განიხილა და დააკმაყოფილა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 11 650 ლარი გამოიყო.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, მაქსიმალური ყურადღება ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და ბავშვებზე გამახვილდა.