ნატოს კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 26 აპრილი 2016 09:34


ნატოს კვირეულის  ფარგლებში,სსიპ  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ გურიის ბიუროს წარმომადგენელი ნინო ვაშალომიძე ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა ლანჩუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატისა და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მოსწავლეებთან შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების თანამშრომლები ესწრენოდნენ.
დისკუსიის თემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროპულ ღირებულებების მნიშვნელობა, ნატო- საქართველოს ურთიერთობები გახლდათ.
შეხვედრაზე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა აქტუალურ თემებზე შეკითხვები დასვეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს თემის შესახებ.