- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 18 იანვარი 2012 18:14
შპს ,,ლიმონი” საკმაოდ წარმატებით მუშაობდა 1987-1996 წლებში. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია (ლიმონის კომფიტიური, მანდარინს და ფორთოხლის ჯემები, მსხლის მურაბა, ტყემლის საწებელა და მურაბა) დიდი მოწონებით სარგებლობდა არამარტო ჩვენთან, არამედ უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში.
საშუალოდ ყოველწლიურად 300 ტონამდე (600000 პირობითი ქილა) მზა პროდუქციას აწარმოებდა. ადგილობრივი მოსახლეობიდან ყოველწლიურად წარმოება 80000 ლარის სხვადასხვა ხილს ყიდულობდა. საშუალოდ დასაქმებული იყო 25 მუშა მოსამსახურე. სამწუხაროდ, 90-იან წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების (რუბლის ინფლაცია) და საბრუნავი სახსრების უქონლობის გამო წარმოებამ ფუნქციონირება შეწყვიტა. 2000 წლიდან შპს ვერ იხდიდა ქონებისა და მიწის ყოველწლიურ გადასახადს და ვადაგადაცილებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 82000 ლარი.
2011 წლის აპრილში „ლიმონის“ დირექტორმა თამაზ იმნაიშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. ბიზნესისი ხელშეწყობის საკითხი განიხილეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს გაიცეს თანხმობა შპს „ლიმონის” ბიუჯეტის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ. ამის შემდეგ წერილებით მიემართა გურისის რწმუნებულ-გუბერნატორს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, შუამდგომლობა გაეწიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტორს წინაშე შპს ..ლიმონის” სახელზე არსებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ 5 წლის ვადით. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით საკითხი დადებითად გადაწყდა.
სულ მალე საწარმო ამუშავდება, დაასაქმებს 25 ადამიანს, გამოუშვებს ლიმონისა და მანდარინის პირობითად 40 ათას ქილას. ასევე წელსვე მოსახლეობიდან დაიწყებს ტყემლის მიღებას.შპს ,,ლიმონი” აქტიურად ჩაერთვება უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკას სავაჭრო ორგანიზაციებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაზე.