ლანჩხუთის საკრებულომ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 09 მარტი 2016 10:18

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, საკრებულოს წევრებმა, დეპუტატ ქალბატონებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცეს, სიმბოლურად ყვავილები და ტკბილეული გადასცეს.
,,მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის დღესასწაულები, განსაკუთრებულად, ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი! წარმატებებს, სიხარულს, სილამაზეს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ. სიკეთე და ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს “, ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონებს.