- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 09 მარტი 2016 10:02
7 მარტს შეხვედრები ჩიბათისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში შედგა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩიბათისთვის სულ 50 133 ლარი გამოიყო. შეხვედრები სამ სოფელში ჭალაზე, ზემო და ქვემო ჩიბათში ჩატარდა. ლესის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 46 423 ლარია განსაზღვრული. მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა.
შეხვედრებს გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და მრჩეველი სოფიო ჩხაიძე ესწრებოდა.
