11 | 12 | 2018

ლანჩხუთში „გურიის“ სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება

 

ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთში სტუმრობისას გააკეთა.

 

რამაზ ნიკოლაიშვილმა საფეხბურთო კლუბ „გურიის“ სტადიონი არქიტექტორებთან ერთად მოინახულა. მინისტრს თან ახლდნენ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სტადიონი გაკეთდება.

არქიტექტორთა თქმით, პირველ რიგში დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, კონსტრუქტორები დაადგენენ სტადიონის ტრიბუნის მდგრადობას და ამის შემდეგ გააკეთდება პროექტი.

„გურიამ“ პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.



 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია